საღამოს, საწოლთან წყლით სავსე ჭიქა დადგით - დილით მიხვდებით, რატომ - ეზოტერიკოსის რჩევა
1783713067
თბილისში, ავლაბარში მდებარე წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპიაკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აღავლენს.
ქადაგებისას, საქართველოს პატრიარქმა შიო მესამემ, მრევლს პეტრე-პავლობა მიულოცა და განაცხადა, რომ არასოდეს უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი ყველა განსაცდელში დაგვეხმარება.
"დღეს ჩვენ ვადიდებთ ღმერთს, რომ ცოდვილი სამყაროს წინაშე უფალმა აღმართა ასეთი საოცარი სვეტები და მნათობები, რომლებმაც არამხოლოდ თავისი დიდებული ეპისტოლეებით, არამედ თავიანთი ცხოვრებითაც უქადაგეს მთელ მსოფლიოს ჭეშმარიტება. წმინდა მოციქულმა პეტრემ რწმენის დიდი მაგალითი მოგვცა. როდესაც ნავიდან გადმოვიდა და ზღვაზე მოსიარულე უფალ იესო ქრისტესკენ გაემართა სვლით. ჩვენც ასე უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასოდეს უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი ყველა განსაცდელში დაგვეხმარება,"- განაცხადა პატრიარქმა.
დღეს, პეტრე-პავლობის მარხვა დასრულდა.
სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. ის ჯვარზე აღესრულა და მისი სურვილით თავდაყირა დაკიდეს. პავლეს კი თავი მოკვეთეს.