სიახლე, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება
1783847760
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
„სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული,“- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ განაცხადა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის მიზნით მობილიზება გაუკეთა 70 ერთეულამდე მძიმე ტექნიკას, მათ შორის ბობკატებს, თვითმცლელებს, გრეიდერებსა და ექსკავატორებს, ტექნიკა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბთან კოორდინაციით ეტაპობრივად გადანაწილდება იმ ლოკაციებზე, სადაც მისი გამოყენება ყველაზე მეტად არის საჭირო
შესაბამისი უწყებები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ, რათა დაზიანებული ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადაში აღდგეს და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას".