წლის ბოლოს iPhone-ს ორსული მამაკაცის ემოჯი დაემატება

ემოჯი

iPhone-ის iOS 15.4-ის განახლებას ორსული მამაკაცის ემოჯი დაემატება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, მომხმარებელთა ნაწილისთვის ორსული ემოჯი ახალი არ არის, რადგან ეს Emojipedia-ს 2021 წლის სექტემბრის განახლების ნაწილია. ეს სისტემის ნებაყოფლობითი განახლებაა და ის iPhone-ის ყველა მომხმარებლისთვის წლის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი.

Emojipedia-მ განაცხადა, რომ ახალი ფორმები “შეიძლება გამოიყენებოდეს ტრანს მამაკაცების, არაბინარული ადამიანების ან ქალების გამოსახვისთვის, რომლებსაც მოკლე თმა აქვთ - თუმცა, რა თქმა უნდა, ემოჯების გამოყენება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ჯგუფებით”.

ორსული ქალის ემოჯი Apple-ში თავდაპირველად 2016 წელს გაჩნდა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის ვებგვერდის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან, მაგრამ იდენტიფიცირდებიან, როგორც მამაკაცები, არიან ტრანსგენდერი მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ მშობიარობა, რადგან აქვთ ამისთვის საჭირო რეპროდუქციული ორგანოები, განსაკუთრებით მათ, ვინც არ იღებს ან შეწყვეტს ტესტოსტერონის მიღებას.