ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის ეს კვირა ყველაზე რთული იქნება
1731943769
საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ცხოველის საკვების მწარმოებლებთან, იმპორტიორებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა დადგენილებები, რომელიც განსაზღვრავს ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების (დადგენილება N58), სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების (საქართველოს კანონი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ), აგრეთვე გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის (დადგენილება N548) წესს.
საინფორმაციო შეხვედრაზე სააგენტოს ვეტერინარებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს განუმარტეს ის ვალდებულებები, რაც მათ აღნიშნული დადგენილებების შესაბამისად ეკისრებათ; გარდა ამისა, მოისმინეს ბიზნესის პოზიცია იმპლემენტაციის პროცესში მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.
საკანონმდებლო ცვლილებები ევრორეგულაციის შესაბამისად მომზადდა.