თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1731950531
ცხოველთა დამცველი, ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში რენტგენის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ძაღლმა ქვები იმიტომ შეჭამა, რადგან მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და არავინ კვებავდა.
„ამ რენდგენის ფოტოთი გიპასუხებთ ყველას, ვისაც გგონიათ რომ ძაღლები აგრესიულები არიან. ამ წერტილებს ხომ ხედავთ, ეს არის ქვები, რომელიც მშიერმა ძაღლმა შეჭამა, იმიტომ რომ შიოდა და სხვა გზა არ ჰქონდა. აი ასეთი ტანჯვის გადატანა უწევთ ქუჩაში ძაღლებს და თქვენს მოქნეულ წიხლს თუ იგერიებენ, ნუ გიკვირთ.
თქვენი ცხოვრების 1 დღე რომ გაატაროთ, ქუჩის ძაღლის ცხოვრებით, ისე რომ გშიოდეთ ქვებს ჭამდეთ, დარწმუნებული ვარ უარესს გააკეთებდით. ეცადეთ აგრესიის მაგივრად 1 ლუკმა მიაწოდოთ და დამიჯერეთ, არცერთი ძაღლი არ დაგგლიჯავთ!”, – წერს ცხოველთა დამცველი.