წინა წლებთან შედარებით სხვადასხვა ტურისტული ბაზრებიდან ზრდა გვაქვს - თრეველ ვაიბს

თრეველ ვაიბს

ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს ტურისტული კომპანია „თრეველ ვაიბს“-ის დირექტორი მარიამ როჭიკაშვილი. მისი თქმით,  წლევანდელ სეზონზე ტურისტების რაოდენობა გაიზარდა ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ისრაელიდან.

„ირან-ისრაელის კონფლიქტის გამო ივნისსა და ივლისში ჩავარდნა გვქონდა, თუმცა აგვისტოში გამოსწორდა და კარგი სეზონი იყო. წელს პირველად გვყავდნენ ჩინელი ტურისტები, გაიზარდა მოგზაურთა რაოდენობა ინდოეთიდან და  ისრაელიდან. წინა წლებთან შედარებით სხვადასხვა ტურისტული ბაზრებიდან  ზრდა გვაქვს, ტურისტების რაოდენობის მატების ერთ-ერთი მიზეზია ფრენების სიხშირეების გაზრდა“,-აცხადებს მარიამ როჭიკაშვილი.