1759260719
THE SUN: ნიუ-იორკში 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გაზის აფეთქების შემდეგ „ჩამოინგრა“. ძაღლები და დრონები ნანგრევებში მსხვერპლს ეძებენ

ბრიტანული გამოცემა The sun აქვეყნებს ვიდეო კადრებს, როდესაც ნიუ-იორკში 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი გვერდი გაზის აფეთქების შემდეგ „ჩამოინგრა“.
ძაღლები და დრონები ნანგრევებში მსხვერპლს ეძებენ. ვიდეოში ნაჩვენებია გაზის აფეთქების შედეგად გამოწვეული დამანგრეველი შედეგები. ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა, განაცხადა, რომ ინფორმირებულია სიტუაციის შესახებ და მცხოვრებლებს მოუწოდა, თავი აარიდონ აღნიშნულ ტერიტორიას.
„ნიუ-იორკელებო, ბრონქსის მოტ ჰეივენის რაიონში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმირებული ვარ. ჩვენ მაშველებისგან ვიღებთ სიტუაციის სრულ შეფასებას და გავაგრძელებთ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას. გთხოვთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის მოერიდოთ ტერიტორიას“, - დაწერა ადამსმა X-ზე.