1759260719
„სამყარომ შინაარსი დაკარგა და ვეღარ ვგრძნობ...“ - ჭუბერში ტრაგიკულად გარდაცვლილ ცოლ-ქმარს ემშვიდობებიან

მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.
ავტომობილი, რომლითაც ცოლ-ქმარი გადაადგილდებოდა, ხიდიდან მდინარეში გადავარდა.
გარდაცვლილები არიან მზეო უმფრიანი და ლევან ანსიანი, მათ ოთხი შვილი დარჩათ.
მზეო უმფრიანისა და ლევან ანსიანის ოჯახის წევრები და ახლობლები ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.
„ნუთუ ეს ცხადია? როგორ დავიჯერო, ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონებები თქვენთანაა დაკავშირებული!!! სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ მტკივაა… ჩემი ბიცოლა და ბიძია, ჩემი გულითადი ადამიანები… ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი წმინდა სულები“, – წერს ეთო ანსიანი.