დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ამბავმა საზოგადოება შეძრა.
მარიტას და ნუცა მეფარიშვილი ცარიელი კორტების 55-ე საჯარო სკოლის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც სიმბოლურად ყვავილები და ჩოგბურთის ბურთი მიიტანეს.
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.