პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შოთა არველაძემ „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ „ჰალ სიტიში“ წასვლამდე სხვა საინტერესო შემოთავაზებებიც ჰქონდა.
„მქონდა შემოთავაზება რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ყატარიდან, სხვათა შორის – ორჯერ კვიპროსიდან. ეს იყო იქაური ტოპ-გუნდების შემოთავაზება, მაგრამ „ჰალ სიტის“ დავთანხმდი, რადგან მეგონა, რომ ინგლისში რაღაც განსხვავებული ხდებოდა და ამაში დავრწმუნდი. რომელ ლიგაშიც არ უნდა იყო, პრემიერლიგაში თუ ჩემპიონშიფში, ძლიერი გუნდებია. მეც მაინტერესებდა ინგლისში მუშაობა და მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“, – ამბობს არველაძე.
მან ასევე, უპასუხა წამყვანის შეკითხვას, ქართველებიდან რომელიმეს აყვანით დაინტერესებული თუ არის:
„ქულები უნდა ავიღოთ, წელში გავსწორდეთ, რომ ლიგაში დარჩენაზე კითხვები აღარ გაჩნდეს და ტრანსფერებს და გაძლიერებაზე ფიქრს ამის შემდეგ მივხედავ. ვინმეს თუ ავიყვანდი ქართველებიდან? წამოვა კვარაცხელია? ხვალვე წავიყვანდი, მაგრამ არ წამოვა,“ - განაცხადა შოთა არველაძემ.
წყარო: პირველი არხი