1728574816
„თქვენ მე გაყინვას გადამარჩინეთ“ – წყალტუბოში მცხოვრებ ბებოს ხალხმა 9 000 ლარი შეუგროვა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრებ 70 წლის დოდო კაკაბაძეს საზოგადოება დაეხმარა.
ხანდაზმულ ქალს ხალხმა 9 000 ლარი შეუგროვა.
სახლს, სადაც ხანდაზმული ცხოვრობს, კარი არ აქვს, ფანჯრის მინები ჩამსხვრეულია, სახურავი ნახევრად არის გადახურული, კედლები დაბზარულია, იატაკი კი ავარიული. წვიმის დროს სახლის ყველა ნაწილში წყალი თანაბრად ჩადის.
„უბედნიერესი ვარ, ჩემი ოცნება ახდა. მადლობა ხალხს, რომელიც გვერდით დამიდგა და გაყინვას გადამარჩინა“, – აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრები დოდო კაკაბაძე.
წყარო: „ინფო იმერეთი“