დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი
1728411315
საქართველოს თეატრალური საზოგადოება სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ლამზირა ჩხეიძე.
„ქ-მა ლამზირამ, 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი .
1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი(ი. ვაკელის "რვალი"), სუზონ(ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ლიდა(გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი), ფენია(კ. მალიარევსკის "ქარიშხლის წინ"), ქეთო(ვ. როზოვის "ხალისიანი მეგობრები"), ანგელა(გ. სევასტიკოგლეს "ანგელა"), ტანია(ო. ჩიჯავაძის "პირველი მერცხლები"), ციური(გ. ბერძენიშვილის "ლერწამი ქარში"), ივლიტე ბოსტოღანაშვილი(კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), მზია(გ. ხუხაშვილის "ზღვის შვილები"), ოფელია(შექსპირის "ჰამლეტი"), ანგუსტიასი(გ. ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), დარიკო(დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), მადლენა ბეჟარი(მ. ბულგაკოვის "ფარისეველთა შეთქმულება"), ცოლი(ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვ.
შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიოგადაცემებში.
საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დავით ჩხეიძე-თურდოსპირელის შვილი. საქართველოს თეატრალური საზოგადოება სამძიმარს უცხადებს, ქალბატონ ლამზირა ჩხეიძის ოჯახს და სრულიად თეატრალურ საზოგადოებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.