1728312638
თოვლი, ქარი, ნისლი - ამინდი იცვლება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ასეთია:
29 იანვარს:
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -2, +3°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -15, -10°, დღისით -7, -2°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -5, 0°, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -11, -6°, დღისით -5, 0°; მაღალმთაში ღამით -10°, დღისით -7, -2°.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2°, დღისით +4°.
30 იანვარს:
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -4, +1°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით -10, -5°, დღისით +2, +7°; მაღალმთაში ღამით -16, -11°, დღისით -5, 0°. აღმოსავლეთ საქართველოში - ზოგან თოვლი, შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°; მთაში ღამით -10, -5°,ზოგან -14°-მდე, დღისით -2, +3°; მაღალმთაში ღამით-12, -7°, ზოგან -18°-მდე, დღისით -6, -1°.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე თოვლი, შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1°, დღისით +5°.
31 იანვარს:
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის
ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -4, +1°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -11, -6°, დღისით +2, +7°; მაღალმთაში ღამით -14, -9°, დღისით -2, +3°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია თოვლი, და ნისლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -7, -2°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -10, -5°,ზოგან -14°-მდე, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით-12, - 7°, ზოგან -18°-მდე, დღისით -5, 0°.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით შესაძლებელია მცირე თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2°, დღისით +6°.