„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
6 წლის გიორგი ცქიტიშვილს, მძიმე ტრავმებისა და არაერთი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, გადაუდებელი გამოკვლევები და მკურნალობა ესაჭიროება. ოჯახმა მკურნალობისთვის უკვე 800 000 ლარზე მეტი დახარჯა და ფინანსური რესურსი ამოწურა. გიორგის გადასარჩენად ახლა 64 000 აშშ დოლარია საჭირო. ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
„მეგობრებო, ვირაზმებით პატარა გიორგის გადასარჩენად! #გიოსთვის
დღეს ჩემს მეგობრებს, ნუცას და ბექას, ჩვენი თანადგომა ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს.
უკვე წელიწად-ნახევარია, მშობლები საკუთარი შვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის იბრძვიან.
4 წლის გიორგი 2025 წლის 22 ივლისს, სავაჭრო ცენტრ „ჰუალინგ პლაზას“, მესამე სართულის მოაჯირიდან 16,363 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. სავაჭრო ცენტრ „ჰუალინგ პლაზას“, არ ჰქონდა ელემენტარული შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული რამაც გამოიწვია გიორგის ვარდნა, ამ ვარდნის შედეგად გიორგიმ მიიღო თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება, მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა, დაკარგა მეტყველების უნარი და განუვითარდა მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი.
გიოს ჩაუტარდა არაერთი ურთულესი ოპერაცია: ელენთის ამოკვეთა, მარცხენა ფეხის ოპერაცია, კრანიოტომია (თავის ქალის ძვლის დროებითი ამოღება) და კრანიოპლასტიკა (თავის ქალის აღდგენა იმპლანტებით). ძლიერი სისხლდენის გამო საავადმყოფოში მიყვანისას გიოს გული ორჯერ გაუჩერდა... ქართველმა ექიმებმა კერძოდ ინგოროყვას ბავშვთა რეანიმაციის გუნდმა კი სასწაული შეძლეს და პატარას სიცოცხლე შეუნარჩუნეს.
2025 წლის 27 აგვისტოს გიო მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში, აჩიბადენის კლინიკაში გადაიყვანეს. თავდაპირველად „ჰუალინგი პლაზამ“ აიღო მომხდარი ფაქტის გამო პასუხისმგებლობა და დააფინანსა გიორგის 2 თვის მკურნალობა თურქეთში, მაგრამ 2 თვის მერე უარი თქვა გიორგის მკურნალობის ხარჯების დაფინანსებაზე.
ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მშობლებმა საკუთარი სახსრებითა და ახლობლების დახმარებით 800 000 ლარზე მეტი დახარჯეს. დღეს ოჯახს ფინანსური რესურსი სრულად ამოწურული აქვს.
გიოს ბრძოლა გრძელდება!
ბოლო პერიოდში დაეწყო გაურკვეველი ხასიათის გულყრები, რომელთა დროსაც აღინიშნება სხეულის ძლიერი დაჭიმულობა. მიმდინარეობს გულყრების ტიპის დაზუსტება, მათ შორის განიხილება სპაზმური ან ეპილეფსიური ხასიათის ეპიზოდების შესაძლებლობა.
გიორგის ეს გულყრები მალე უნდა დამთავრდეს, რადგან მისი მიღწეული განვითარების ტემპმა არ დაიწყოს
უკუსვლა. საჭიროებს მხედველობის მდგომარეობის დამატებით გამოკვლევას, სასწრაფო მკურნალობასა და კვლევების მიხედვით დადგენილ დამატებით სამედიცინო ჩარევებს.
შესაგროვებელი თანხა: 64,000 აშშ დოლარი.
თანხა საჭიროა გიორგის სრული სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობისა და აუცილებელი სამედიცინო ჩარევების დასაფინანსებლად, ასევე თურქეთში სამ თვეში ერთხელ გამგზავრებისთვის. ფინანსური რესურსების არქონის გამო, ოჯახმა გაზაფხულზე თურქეთში გამგზავრება ვერ შეძლო.
გთხოვთ, ნუ დავტოვებთ ამ გადასარევ ოჯახს მარტო! თითოეული ლარი მნიშვნელოვანია. ვისაც რამდენის შესაძლებლობა გაქვთ, დაგვეხმარეთ პატარა გიოსთვის. თუ თანხის ჩარიცხვას ვერ ახერხებთ, გააზიარეთ ეს პოსტი იქნებ თქვენი ერთი გაზიარება გადამწყვეტი აღმოჩნდეს!
მე მჯერა ქართველი ხალხის ერთობის!
მიმღები დედა: ნინო ბარაბაძე
TBC : #GE11TB7309545063300011
BOG: #GE55BG0000000611323211
PayPal: #paypal.me/NutsaBarabadze“ - წერს თათა ცინცაძე.