„მამა პეტრემ ის გადაარჩინა, თვითონ კი თავი გაწირა და ბოძს შეასკდა“ - როგორ არის მოძღვარი ავტოავარიის შემდეგ

mamao

გუშინ, სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩატარებული წირვის შემდეგ, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ავტოავარიაში მოჰყვა. 

მოძღვარი ერთაწმინდაში მიდიოდა, როდესაც გზაზე ეს ინციდენტი შეემთხვა. საბედნიეროდ, არაფერი დაშავებია. 

"მადლობა უფალს. დღეს მან სასწაულებრივად გადამარჩინა და თავიდან დავიბადე… სრულიად უვნებელი და საღ-სალამათი… არადა, წამი იყო დარჩენილი…
დააფასეთ სიცოცხლე და ერთმანეთი…" - დაწერა მამა პეტრემ მოგვიანებით.

ამ უსიამოვნო ფაქტის შემდეგ, მოძღვარმა სახლიდან, მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

"პრაიმტაიმის" მკითხველს ამ ინციდენტზე მოძღვრის ის მეგობარი და სულიერი შვილი უყვება, ვინც ამ ფაქტს ერთაწმინდაში შეესწრო. ეზოთერიკოსი მაია ყუფარაძე მის თვალწინ მომხდარ ამბავს ემოციურად იხსენებს.

მაია ყუფარაძე: სასხორის წმინდა გიორგიდან წირვის შემდეგ წამოვედით. მე და ჩემი მეგობარი (თავისი ცოლით) მამა პეტრეს მანქანას უკან მივყვებოდით.

ახლანდელ პერიოდს ჰქვია "ბნელი გვირაბი." ადამიანების გონება დაბნელებულია.

მოვდივართ და ერთაწმინდაში, გზაზე ავარიას შევესწარით. ღმერთო, მშვიდობით გვატარე-თქო, მე და ჩემმა მეგობარმა ჩავილაპარეკეთ მანქანაში და რამდენიმე მეტრში, ჩვენს წინ მიმავალი მამა პეტრე მოჰყვა ავარიაში! 

მამა პეტრე დაღმართზე ჩადიოდა, როცა საპირისპირო მიმართულებით, აღმართზე ამომავალმა კაცმა ავარიული სიტუაცია შეუქმნა. 

მამა პეტრემ ის გადაარჩინა, თვითონ კი თავი გაწირა და ბოძს შეასკდა. რა კაციაა! პირდაპირ სიკვდილზე წავიდა. უვნებელი გადარჩა! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ღმერთის კაცია. 

მართლა შემეშინდა. თვითონ იყო შეძრწუნებული. მაგრამ ათ წუთში გაიცინა, ისეთი ტკიბილია. აქეთ გვამხნევებდა ჩვენ. მაგას ვენაცვალე. ღმერთის წყალობით კარგად არის.