დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მესხური სამზარეულოს მარგალიტის - ტენილი ყველის, ამ ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიას, 2013 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ყველი სამცხე-ჯავახეთის ცალკეულ ოჯახებსა და საწარმოებში მცირე რაოდენობით მზადდება და რძის პროდუქტების დელიკატესად ითვლება.
ვიზუალურად გრძელ და წვრილ ძაფს მოგაგონებთ, რითაც ჩეჩილი ყველის ანალოგია. საყველე მასას დასამწიფებლად ქოთანში ტენიან (საიდანაც მომდინარეობს სახელი), სადაც დამარილების გარეშე მწიფდება, შემდეგ კი ამ მასას ადნობენ.
ტენილით ამჯერად ამერიკელი დოკუმენტალისტები დაინტერესდნენ. ოთხკაციანი ჯგუფი საქართველოს ერთი კვირაა სტუმრობს. ბუნებრივია, მათ თანამეგრზურობას ჩვენი ყველის დედოფალი, მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე უწევს.
სწორედ მისგან ვიგებთ, რომ ამერიკელი დოკუმენტალისტები სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდნენ. ისინი ყველის მომზადების სირთულემ, გარემომ და ზოგადად, ქართული იშვიათი ყველის სახეობებმა შოკში ჩააგდო.
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: - ეს დოკუმენტალისტთა ჯგუფი ამერიკული ტელევიზიებისთვის იღებს ფილმებს საკვებზე, მათ შორის, იშვიათი სახეობის ყველზე. ჩამოსულია - ოპერატორი, რეჟისორი, აღმასრულებელი პროდიუსერი და პროდიუსერი... ზე პროფესიონალები არიან, კადრს არ უშვებენ, ყველა საინტერესო დეტალს აფიქსირებენ. წყაროზე წყალი შევისხი სახეზე და უცებ კამერა წამომადგა თავზე. მომენტს არ "მაზავენ".
ტენილ ყველზე გადაიღეს ყველაფერი, რაც კი აინტერესებდათ, ტექნოლოგია, მომზადება. ჩაწერეს ოქროსხელება გალინა ინასარიძე, ყველის ოსტატი.
ტენილზე შოკი აქვთ. მართლა უნიკალური ყველია. ნარჩვი და დამბალხაჭო ვერ მოვაწონე. არ არის მათთვის საინტერესო. ტენილმა გადარია, ეს ყველი ხომ თავიდან ბოლომდე პერფომანსია. ჩვეულებრივი ყველი არ არის. ძველი ფერმა, გალინაც ასაკში, ყველი უნიკალური და მოკლედ, გადარეულები არიან. მასალით უზომოდ კმაყოფილები მიდიან.
კიდევ გადაიღებენ, როგორ ვხატავ ყველს. ყველი ქართულ მხატვრობაში არ გვაქვს. მე დავიწყე ნატურმორტში ყველის შეტანა. ჩემთან ჩაწერენ ინტერვიუს. გადაიღებენ ორბელიანის ბაზარს, ყველის სახლს. და ზეგ დატოვებენ თბილისს.
ჩემმა კოვიდმა შემიშალა ხელი, თორემ სტუმრები ეკონომიკის მინისტრისთვის უნდა შემეხვედრებინა.
არც ვიცი, რამდენი ქვეყნის ტელევიზია იყიდის ამ ფილმს და რამდენი ასეული მილიონი ადამიანი ნახავს.
მადლობა ამერიკას!