"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
თამარ გაბუნიას თქმით, თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და გრძელდება კოვიდის საკითხებზე მუშაობა.
„ბატონ თენგიზთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა. პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ის რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას კოვიდის საკითხებზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულს გამოეხმაურა, თავად თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ნამდვილად ფიქრობდა სამსახურიდან წასვლაზე.