თენგიზ ცერცვაძე იმდენად დიდი პატრიოტია, თანამდებობას არ დატოვებს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც გამყრელიძე ამბობს,  თენგიზ ცერცვაძე იმდენად დიდი პატრიოტია, თანამდებობას არ დატოვებს.

მისივე თქმით, მას თენგიზ ცერცვაძესთან რამდენჯერმე ჰქონდა კონტაქტი, როდესაც თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

„თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმია. მე მასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი, გიდასტურებთ, რომ ამ განცხადების შემდეგაც მქონდა კონტაქტი. ვფიქრობთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია. თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს",- აღნიშნავს გამყრელიძე.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულს გამოეხმაურა, თავად თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ნამდვილად ფიქრობდა სამსახურიდან წასვლაზე.