წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1760549255
სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ ის შეასრულებს მის ქვეყანასა და მოსკოვს შორის დადებულ ყველა წინა შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო Reuters აღნიშნავს, რომ „ეს დაპირება იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვის ორი მთავარი სამხედრო ბაზა სირიაში უსაფრთხოდ იქნება“.
ალ-შარაა, რომელიც თავის დროს „ალ-ქაიდას“ სირიულ ფილიალს ხელმძღვანელობდა და რომელმაც გასული წლის ბოლოს დაამხო ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი, ამ განცხადებით კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებისას გამოვიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია რუსეთში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
„არსებობს ორმხრივი ურთიერთობები და საერთო ინტერესები, რომლებიც გვაკავშირებს რუსეთთან, და ჩვენ პატივს ვცემთ მასთან დადებულ ყველა შეთანხმებას. ვმუშაობთ რუსეთთან ურთიერთობების ბუნების ხელახლა განსაზღვრაზე“, - განუცხადა ალ-შარაამ პუტინს.
პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისათვის, რომ იმოქმედოს იმ „მრავალ საინტერესო და სასარგებლო წამოწყებაზე“, რომლებიც უკვე განიხილეს ორ მხარეს შორის ურთიერთობების განახლების საკითხში.