რატომ ვსუქდებით „ნერვიულობაზე“ და როგორ დავამარცხოთ კორტიზოლის მუცელი – ნატა გაგუას რჩევები
1764795505
თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმებმა პაციენტს კლინიკაში მიყვანამდე, გაჩერებული გული აუმუშავეს და მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" წერს.
"თბილისის სასწრაფო დახმარების მე- 14 ფილიალში გამოძახება ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში შევიდა.
ადგილზე უსწრაფესად მისულ 1432 ბრიგადას 55 წლამდე მამაკაცი გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილით დახვდათ. ოჯახის წევრების გადმოცემით, პაციენტს რაიმე ქრონიკული დაავადება ანამნეზში არ ჰქონდა. მამაკაცს წინა დღითაც ჰქონდა მსგავსი სიმპტომი და სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა.
ექიმმა პაციენტს, რომელიც ციანოზური იყო, სწრაფად მიაწოდა შესაბამისი მედიკამენტი და დაიწყო ელექტროკარდიოგრამის გადაღების პროცესი, პარალელურად მოხდა პაციენტის ვენის კათეტერიზაცია. წნევა ნორმის ფარგლებში ფიქსირდებოდა. ელექტროკარდიოგრამაზე უკანა ქვედა კედლის ინფარქტი დაფიქსირდა.
მოულოდნელად მამაკაცმა გონება დაკარგა. ბრიგადის წევრებმა დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება. დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, ექიმმა მარიამ უდესიანმა გამოიყენა ელექტროდეფიბრილაცია, პარალელურად პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე, მეორე შოკის და ადრენალინის შემდეგ დაფიქსირდა სინუსური რითმი და პაციენტი გონს მოვიდა. პაციენტი გადაიყვანეს ფარზე და ფორსმაჟორში დაიწყეს ჰოსპიტალიზაციის პროცესი.
კლინიკაში შესვლამდე პაციენტმა გონება ისევ დაკარგა, სასწრაფოს ბრიგადას გაჩერება მოუწია. სამედიცინო პერსონალმა კვლავაც წარმატებულად შეძლო გულის ამუშავება. მამაკაცი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით, გონზე მყოფი, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა ჰოსპიტალიზირებული, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და ბინაზე გაეწერა.
მალევე მამაკაცის მეგობარი ექიმ მარიამ უდესიანს დაუკავშირდა, მოგვიანებით კი თავად პაციენტმა დარეკა და ექიმს მისი გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.
მარიამ უდესიანი 15 წელია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელია. ექიმისთვის ეს მეორე შემთხვევა იყო, როდესაც წარმატებით შეძლო პაციენტის გაჩერებული გულის მუშაობის აღდგენა.
#გვეამაყებაექიმი მარიამ უდესიანიუმცროსი ექიმი ნატო ჩოკოშვილი მძღოლი გელა კოპაძე" - წერს გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად."