თბილისში, მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა

მომსახურება

თბილისში მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„თბილისში მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა.

მომსახურების ცენტრში განთავსებულია საექსპერტო და სარეგისტრაციო სამსახური, სადაც დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის სერვისით.

აღნიშნული ცენტრი კომპანია ,,თინეთის” რეგისტრაციის ოფისშია განთავსებული.

მისამართი: გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N1ბ

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 1272.“ - წერია განცხადებაში