VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
უკვე რამდენიმე დღეა თბილისის ქუჩებში სლავური გარეგნობის მქონე ადამიანები გაუგებარ წარწერებს და გამოსახულებებს ტოვებენ.
ფოტოები სოციალურ ქსელში თბილისის სხვადასხვა უბნიდან უკვე გავრცელდა. ერთ-ერთი გვერდი, „world military“ წერდა, რომ მსგავსი ნიშნები უკრაინაში ომის დწყებამდე გამოჩნდა.
მწერალი თეონა დოლენჯაშვილი წარწერების მნიშვნელობის ვერსიაზე საუბრობს.
„ჩამოყალიბდა ვერსია, რომ ეს არის ერთ-ერთი ონლაინ თამაშის ( poppy playground) პერსონაჟი ჰაგივაგი. სადაც ის ჩნდება, იქ ყველა კვდება საშინელი სიკვდილით ან უგზო-უკვლოდ იკარგება. წარწერა კიდევ არის რუსული სიტყვა «шиша», რაც ნიშნავს შიშს ან ავ სულს. სლავური მითოლოგიის პერსონაჟი შიშიგა ერთგვარად იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც ჰაგივაგი - ვინც შიშას დაინახავს, ის ახლო მომავალში მოკვდება. ციფრ “7”ს რაც შეეხება, Z-ია. 7 ანუ ერთი ნაბიჯი დასასრულამდე, Z-მდე“,- წერს თეონა დოლენჯაშვილი.