მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
მარიუპოლთან სავარაუდოდ კიდევ ერთი ახალი საერთო სამარხი აღმოაჩინეს. თანამგზავრიდან გადაღებული ახალი ფოტოები ცოტა ხნის წინ გავრცელდა, სადაც აღნიშნული სამარხი ჩანს.
მისი ლოკაცია მარიუპოლთან 5 კილომეტრში სოფელი ვინდოგრადნაიასთან მდებარეობს.
საერთო სამარხის სიგრძე 45 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მასში დაახლოებით 1 000 ადამიანის ცხედარი იქნება დამარხული.
ქალაქში ვარაუდობენ, რომ სამარხები სხვა ადგილებზე კიდევ იქნება. ერთ-ერთი მასობრივი სამარხი გუშინ მარიუპოლიდან 20 კილომეტრში აღმოაჩინეს. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთი 9 000-მდე უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის დამარხვაში დაადანაშაულეს.