პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
Europe for Georgia-ს დამფუძნებელი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე სოციალურ ქსელში ისტორიაზე წერს, რომელიც მას გადახდა. (სტილი დაცულია)
„გუშინ ამოვდივარ ტაქსით, თან ვკითხულობ ლაშა ბუღაძის სტატუსს რუსი ჯაშუში როგორ აღმოაჩინა საკუთარი სახლის კართან... მანამდე გადავიღე უცნაური ფრთოსანი რაკეტის ფორმის სიმბოლოები გმირთა მოედნის მიმდებარედ.. ამოვუხვიე ჩვენს მოსახვევში და მარცხნივ ვხედავ მაღაზიის კედელზე დიდი Z ი მსუქნად მუქი მწვანე საღებავით.. მოკლედ თავზარდაცემული მოვფრინავ სახლში, პარკში გუფთიანი ჭურჭელი თახთახებს, დავტოვო გუბთა და გავიქცე ლაშასთან თუ გუბთიანად გავიქცე.
ერთი სიტყვით გადაწყვეტილი მაქვს მივქანდე ლაშას დაველპარაკო ვინ ჯაშუში იყო, რა ეცვა, სად წავიდა, რა თქვა ზუსტად და ა შ. შევუხვიე მისკენ და რას ვხედავ: ვიღაც სლავური გარეგნობის ახალგაზრდა კაცი ლაშას კარებს უღებს ფოტოს... იქ შემდეგ რა მოხდა ალბათ არ გაგაოცებდათ. დავიჭირე პრაქტიკულად ეს ადამიანი, თან ვყვირი ლაშა, ლაშა, ჯერ ვუყვირე ამ სლავს, სტოიაწ!! - შედრკა, მერე დავიწყე ყივილი ინგლისურად - you will not get out of here!!! stop, don't move! ამასობაში გამოვარდნენ ჩემს ხავილზე ლაშა და სოფო, ამ სლავმა უკვე ფერი დაკარგა, პრაქტიკულად არტახებში მოვაქციე... ის მაჩეჩებს რაღაც ვიზიტკას, მე არ ვარ აგენტი, ბელორუსი ვარ, ბელორუსი ვარ, სლავა უკრაინი, კნავის უბედური - ერთი სიტყვისთ 3 მა დავაკავეთ საწყალი... აღმოჩნდა ჩვენი მეზობელი ბელორუსი, ნინო ქათამაძის ბენდთან მოთანამშრომლე წესიერი კაცი, ფოტოს კი იმიტომ უღებდა ლაშას კარს, რომ ეჩვენებინა მეგობრებისთვის, უკრაინის მხარდამჭერი წარწერები, დროშები და სტიკერები როგორ ყველგან არისო. ასეთი ამბავი იყო მეგობრებო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ დაძრწის მტრის აგენტურა, უბრალოდ ზოგჯერ იუმორით უნდა შევხედოთ საკუთარ თავსაც ", - წერს ლიკა ბასილაია-შავგულიძე.