თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით სხვა ადგილებზე გაჩერდება

გაჩერება

ზურაბ ჟვანიას მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებების ადგილმდებარეობა დროებით შეიცვალა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის გამზირიდან ზურაბ ჟვანიას მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი პეკინის გამზირისა და კანდელაკის ქუჩის კვეთასთან, ხოლო ჟიული შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სიმონ კანდელაკის ქუჩა N5-თან, ჟვანიას მოედნის გადაკვეთამდე გაჩერდება.

„რაც შეეხება იური გაგარინის ქუჩიდან ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათთვის გაჩერების ადგილი უცვლელი რჩება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

👉 სპალეტი ხვიჩას გაუბრაზდა - რა მოხდა გუშინდელ მატჩზე

👉 VIDEO: ხალხი „ლომკაშია“ და იმათ დასდევ ფული მომეციო... ტონი შეარჩიე და ისე მოყევი - შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს