პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში 4 პირი დააკავა 1 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
უწყების ცნობით, 3 პირს - ი.ხ- ს (მეტსახელად „ხავთასა“); ზ.გ- ს (მეტსახელად „ლეკვი“) და ლ.ა-ს (მეტსახელად „მოლა“) ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ხოლო ერთი - მ.ჩ (მეტსახელად „ხონსკი“) "კანონიერი ქურდობისთვის" მიმართვის ბრალდებითაა დაკავებული.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულ ჯ.კ.-ს (მეტსახელად „ჯეირანა“), ვინაიდან იგი საზღვარგარეთ იმყოფება, მას "კანონიერი ქურდობის" ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
დანაშაულები 6-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.