„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ერთიანობა - ძლიერი საქართველოს“ წევრის, თეონა ჭალიძის და კიდევ ათამდე პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მათ გამოძიება 17 ნოემბერს მომხდარ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ კი გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
სასამართლომ მათ ნაწილს ჯარიმა დააკისრა, ნაწილს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თეონა ჭალიძის განცხადებით, საქმე, რომელსაც გამოძიება მას ედავებოდა, არ მტკიცდებოდა.
„მე ვიმყოფებოდი სხვა წერტილში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ბავშვს ვუხდიდი დაბადების დღეს, ტროტუარზე, რომელსაც მშობელმა ვერ გადაუხადა დაბადების დღე და ჩვენ სიმბოლურად აღვუნიშნეთ ეს დღე, ხოლო შემდეგ, როდესაც დავეწიეთ აქციის სხვა მონაწილეებს, გზა უკვე გადაკეტილი გახლდათ და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ იმ განზრახვას, რომ გზა უნდა გადაკეტილიყო, თქვენ თქვენით შეუერთდითო და ეს არ მტკიცდებოდა“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.
უფლებადამცველის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, დღეს სასამართლოში 100%-იანი გადაწყვეტილებებია, ანუ ყველა ადამიანზე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოში შეიტანა საქმის მასალები, ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს.
„18 წლის გოგოს მიმართ არ არსებობდა არავითარი მტკიცებულება და მაინც ცნო სამართალდამრღვევად. არ არსებობდა არავითარი მტკიცებულება და მიიღო შენიშვნა, მაგრამ მინდა, რომ საზოგადოებას ავუხსნა, რომ შენიშვნაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო 18 წლის ახალგაზრდა და დღეს სასამართლოში 100%-იანი გადაწყვეტილებებია, ანუ ყველა ადამიანზე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემოიტანა საქმის მასალები, ყველა ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.