„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
როდესაც მძღოლის პროფესიონალიზმზე ვსაუბრობთ, პირველი რაც გვახსენდება ალბათ საგზაო წესების დაცვა და მაქსიმალური ყურადღების გამოჩენაა.
ნებისმიერი მძღოლი არამხოლოდ საკუთარი თავისა და მგზავრების, არამედ სხვა სატრანსპორტო საშუალებების თუ ქვეითების სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი და ყურადღების მოდუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
სიჩქარე
კარგმა მძღოლმა ყოველთვის იცის სიჩქარის სწორად შერჩევა. მაღალი სიჩქარე ავტო საგზაო შემთხვევების რისკს ზრდის, ავტომობილის კონტროლის დაკარგვის შანსიც მაღალია. გარდა ამისა, მძღოლს წინ მომხდარ შემთხვევაზე სწრაფად რეაგირებაც უჭირს.
დაღლილობა
საჭესთან დაღლილი არასდროს დასხდეთ, რადგან ავტო საგზაო შემთხვევების გამომწვევ ფაქტორთა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილს სწორედ მძღოლის დაღლილობა იკავებს.
რეგულარულად დასვენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ გზაზე გადაადგილების დროს. სხვადასხვა კვლევებით დგინდება, რომ შორ დისტანციაზე მიმავალი ავტომობილის 10 მძღოლიდან ერთს საჭესთან ეძინება.
ამიტომ, თუკი დაღლილობას გრძნობთ, აუცილებლად გაჩერდით და დაისვენეთ.
ალკოჰოლი
საჭესთან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ რომ არ უნდა დასხდეთ, ეს ალბათ კარგად იცით, თუმცა ეს სახიფათო ჩვევა მაინც ბევრ მძღოლს აქვს.
ნასვამი მძღოლების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება, ხშირ შემთხვევაში თან ეს არა თავად მძღოლები არამედ სრულიად უდანაშაულო ადამიანები არიან.
ყურადღება
საჭესთან ყოფნის დროს ყველაზე დიდი საცდური მობილური ტელეფონია. მუდმივი ზარები, შეტყობინებები სოც-ქსელებში – რთულია თავის შეკავება. რაც შემდგომში ხდება კიდეც ავტო საგზაო შემთხვევების მიზეზი.
თუკი საჭესთან ტელეფონის გამოყენება გსურთ, ამისთვის ძალიან ბევრი მოწყობილობა არსებობს, თანაც ისეთი რომ საჭეს ხელები არ მოაშოროთ და არც გზას მოცდეს თქვენი ყურადღება.
თავდაჯერებულობასაგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თავდაჯერებულობა არც თქვენ უნდა გაკლდეთ. საჭესთან ყოფნის დროს ყოყმანი, შიში, სახიფათოდ ნელი გადაადგილდება, თქვენ ძალიან საშიშ მძღოლად გაქცევთ. თუკი იცავთ ყველა საჭირო ინსტრუქციას, შეეცადეთ იყოთ თავდაჯერებული.ბევრ ადამიანს არ მოსწონს ცუდ ამინდში ან სიბნელეში ავტომობილის ტარება და თუკი ეს ფაქტორები თქვენი მართვის უნარზეც აისახება, მაშინ საჭესთან დასხდომამდე კარგად დაფიქრდით.