თბილისის სამარშრუტო ხაზებს რამდენიმე მიკროავტობუსი დაემატა - ეს უნდა იცოდეთ

მიკროავტობუსი

𝟐𝟏 იანვრიდან, დიდი დიღმის მიმართულებით ახალი მიკროავტობუსი 𝐍𝟒𝟒𝟓 იმოძრავებს, 𝐍𝟒𝟔𝟒 მიკროავტობუსის მარშრუტი კი გაგრძელდა სადგურის მოედნის მიმართულებით.

 𝐍 𝟒𝟒𝟓 მიკროავტობუსის დეტალური მარშრუტი: ბარონ დე ბაის ქუჩა 𝐍𝟕𝟕 - ბარონ დე ბაის ქუჩა - ნიკო ბურის ქუჩა - ნესტან დარეჯანის ქუჩა - ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩა. - ავთანდილის ქუჩა - ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩა - დავით აღმაშენებლის ხეივანი - გრიგოლ რობაქიის გამზირი - აკაკი წერეთლის გამზირი - ტრანსპორტის ქუჩა - მეტროსადგურ „დიდუბის“, ხოლო უკუმიმართულებისას: ტრანსპორტის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - გრიგოლ რობაქიის გამზირი - დავით აღმაშენებლის ხეივანი (მობრუნება ტოიოტას ცენტრის მიმდებარედ) - ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩა - ავთანდილის ქუჩა - ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩა - ნესტან დარეჯანის ქუჩა - ნიკო ბურის ქუჩა - ბარონ დე ბაის ქუჩა - ბარონ დე ბაის ქუჩა 𝐍𝟕𝟕 ( აღნიშნული მარშრუტი იქნება წრიული)

 № 𝟒𝟔𝟒 მიკროავტობუსის დეტალური მარშრუტი: ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩა (სახლი 𝐍𝟏𝟓-𝟏𝟑-ის მიმდებარედ) - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი - სიმონ ჩიქოვანის ქუჩა (მობრუნება 𝐍𝟏𝟎𝟏-ის მიმდებარედ) - კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი - გმირთა მოედანი - კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი - გიორგი სააკაძის მოედანი - გიორგი სააკაძის დაღმართი - ვახუშტი ბაგრატონის ხიდი - ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა - დავით ყიფიანის ქუჩა - ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა - გიორგი ცაბაძის ქუჩა - მიხეილ წინამძღვრიშბილის ქუჩა - აბასთუმნის ქუჩა - სადგურის მოედანი. უკუმიმართულებით: სადგურის მოედანი - თამარ მეფის გამზირი - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა - დავით ყიფიანის ქუჩა - ქუთაისის ქუჩა - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - გიორგი სააკაძის დაღმართი - გიორგი სააკაძის მოედანი - კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი - გიორგი მიროტაძის ქ. - პეკინის გამზირი - სიმონ ჩიქოვანის ქ. (მობრუნება 𝐍𝟏𝟎𝟏-ს მიმდებარედ) - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი - ლეოპოლდ ბილფელდის ქ. (სახლი 𝐍𝟏𝟓-𝟏𝟑-ს მიმდებარედ).