„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
1779048241
კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს გამო ხვალ, 3 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
სამგორის რაიონში - ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14 ქუჩების, ხომლელის, თრიალეთის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას. ამასთან, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭიჭინაძის და რაზიკაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და ლევან რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჟვანიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის სასწავლო მეურნეობის და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის, ფიროსმანის და გოგი დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის, უნივერსიტეტის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონში - ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, ბოგდან ხმელნიცკის, გეთიას, ჯანელიძის და არსენ იყალთოელის ქუჩების მოსახლეობას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. კომპანია "თლასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.