„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
კომპანია „თელასი“ განცხადებას ავრცელებს და აბონენტებს მიმართავს:
„მომხმარებლებს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, გთხოვთ, მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით. თქვენი განცხადება უმოკლეს ვადებში განიხილება.
იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნიკური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყოვნებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება.
მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასის“ ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.