„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
„თელმიკომ“ მოსახლეობისთვის დეპოზიტის დარიცხვა შეაჩერა, - ამ შინაარსის განცხადებას კომპანია ავრცელებს და ამის მიზეზს შემდეგნაირად განმარტავს:
„მომხმარებლის ნაწილს კომპანია თელმიკოსგან მიუვიდა სმს შეტყობინება, სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის დარიცხვის შესახებ. თელმიკოში აცხადებენ, რომ დეპოზიტების დარიცხვა მოხდა, საცალო ბაზრის წესების შესაბამისად და მხოლოდ იმ მომხმარებლზე, რომელიც სისტემატიურად არღვევს ელექტროენერგიის გადახდის ვადებს.
თუმცა სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, და ასევე მომხმარებლების მხრიდან სემეკში მიმართვების გათვალისწინებით, კომპანია თელმიკო, აუქმებს დეპოზიტის დარიცხვას ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 2022 წლის მარტის ბოლომდე. გვსურს აღვნიშნოთ, რომ თელმიკო არ ახორციელებს დეპოზიტის დარიცხვას იმ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მოწოდებული აქვს კომპანიას მომხმარებლის მხრიდან.
ჩვენ ყოველთვის გაგებით ვეკიდებით ჩვენი მომხარებლის მოთხოვნებს და ამიტომ შემდგომში ანალოგიური ვითარების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მომხმარებელს თხოვნით არ დაარღვიონ ელექტროენერგიის გადახდის ვადები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.