როდემდე გაგრძელდება წვიმა და როდის გამოიდარებს საქართველოში - ნახეთ, განახლებული პროგნოზი
1742553219
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დანებებაც და გამარჯვების გამოცხადებაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„შეშფოთებული ვართ იმ ნარატივით, თითქოს ვაქცინაციის დამსახურებით, იმის გამო, რომ „ომიკრონს“ მაღალი გადაცემის მაჩვენებელი და დაბალი სიმძიმე აქვს, ვირუსის გადაცემის შეჩერება შეუძლებელია“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი.
მისი თქმით, „ომიკრონის“ პირველი დაფიქსირებიდან დღემდე, 10 კვირის განმავლობაში, მსოფლიოში ვირუსის ახალი ვარიანტის დაახლოებით 90 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. გაზრდილია ლეტალური შემთხვევების რაოდენობაც.
„ჩვენ არ მოვუწოდებთ არც ერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ლოკდაუნს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები ყველა ხერხის გამოყენებით და არა მხოლოდ ვაქცინაციით“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერმა.