პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი სრულდება. ავიაკომპანია „Азимут“-ის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაახლოებით, ერთ საათში დაეშვება.
ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენას ელენე ხოშტარიას ორგანიზაცია მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციით დახვდება. უსაფრთხოების მიზნით აეროპორტთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-თვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გასცა.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ. პუტინის გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „წუხანდელი ღამე უმძიმესი იყო...“ - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა
👉 VIDEO: პანიკაში ჩავარდნილი ხალხი, წარღვნა და დანგრეული სახლები - კადრები სტიქიის ზონიდან