„წუხანდელი ღამე უმძიმესი იყო...“ - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა

levani

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს :

„ამ გაუსაძლის მეთერთმეტე თვეს წუხანდელი ღამე ყველაზე უმძიმესი იყო და როგორც აღმოჩნდა მარტო ჩემთვის არა. ეს ის მომენტია, როდესაც გული გინდა გაგისკდეს რომ ამ ყველაფერს არ უყურო, მაგრამ არ სკდება იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ნახო, იტირო, იღრიალო და თან - იამაყო, რომ ჩემი, თქვენი, ყველას ლევანი ასეთია

როგორ მოახერხე შვილო ეს ყველაფერი

როგორ შეძელი ის, რასაც სიცოცხლეში ვერ აღწევენ ადამიანები მსმენელის ეს რაოდენობა ცოცხალი ადამიანების კონცერტებს არ ესწრება შენთან და შენთვის კი უამრავმა უცხო ადამიანმა მოიყარა თავი და შენს სამშობლოში კი არა, უცხო ქვეყანაში საქართველოს დროშის ფრიალში“,- წერს მელიტა ფრცელაძე. 

როგორც პოსტიდან ვიგებთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ ლევან კბილაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ახლა რომ ვიხსენებ, არ იყო სწორი... მეშინია... სხვისგან რჩევა რამდენჯერაც გავითვალისწინე, იმდენჯერ ცუდად დამთავრდა...“ -  ინტერვიუ რეზი ქირიასთან

👉 „დათა თავის სიკვდილს წინასწარმეტყველებდა. ის ავარიაც შემთხვევით არ მომხდარა...“ - ცნობილი პოლიტიკოსის 18 წლის ვაჟის ტრაგიკული ისტორია

👉 „დააჭერით ბავშვს ფრჩხილები მოკლედ... არ გამოიყენოთ ასპირინი სიცხის დასაწევად... “ - როგორ მოვუაროთ ბავშვს ჩუტყვავილას დროს