პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების საგანი გახდა.
როგორია ამ საკითხზე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის დამოკიდებულება იმ ფონზე, როცა ოფიციალური ვაშინგტონი, ისევე, როგორც ევროკავშირი, მოსკოვს ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ ჯერ კიდევ 2019 წელს მოუწოდებდა. არქივი ინახავს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის 2019 წლის ივლისში გაკეთებულ განცხადებას, სადაც იგი რუსეთს საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნისკენ მოუწოდებდა.
„რუსეთის ფედერაციის მიერ ფრენების შეჩერების ზომები არაპროპორციული პასუხი იყო და ახლა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს ფრენების აკრძალვა, მისცეს თავის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის საშუალება და აღდგეს ადამიანებს შორის კონტაქტი", - აცხადებდა მაშინ ელიზაბეთ რუდი.
აქვე ელჩი აღნიშნავდა, რომ „ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები შედის როგორც ქართველი, ასევე, რუსი ხალხის ინტერესებში“.
ფრენების აღდგენის მოწოდებით გამოვიდა ელჩი კელი დეგნანიც 2020 წელს და აღნიშნა, რომ “რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვები ფრენებზე და ეს იქნება მთავარი ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“.
უკვე უკრაინაში შეჭრისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ ვაშინგტონის პოზიცია ელჩმა კელი დეგნანმა შემდეგნაირად გააჟღერა:
,,ქართველებს ურჩევნიათ მოისმინონ, რომ რუსეთის ჯარები ტოვებენ ქვეყანას, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა", - ეს განცხადება კი კელი დეგნანმა, მიმდინარე წლის იანვარში სერგეი ლავროვის განცხადების [ფრენების შესაძლო აღდგენაზე] შეფასებებისას გააკეთა.