„თბილი და საყვარელი ადამიანი აღარ არის... არასოდეს დამავიწყდება შენი სიკეთე...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

დავით მურადაშვილი

გარდაიცვალა სტიქაროსანი დავით მურადაშვილი, - სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გორის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი ავრცელებს.

„აღდგომის სასოებით მიიცვალა ჩვენი ტაძრის სტიქაროსანი დავით მურადაშვილი.
თქვა უფალმა - „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“.
ჩვენი სამრევლოს სახელით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. მოიხსენეთ თქვენს ლოცვებში დავითის უკვდავი სული“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.