ექსკლუზივი: თამუნა ამონაშვილი დედა გახდა - რა დაარქვა ტყუპებს მომღერალმა
1765308696
„რუსთავი 2-ის“ რეალით შოუ „ჰაუსში“ სანქციები დაწესდა. აღნიშნულის შესახებ პროექტის მონაწილეებს „ჰაუსის“ წამყვანმა მალხაზ ქვრივიშვილმა აცნობა.
დაპირისპირებებით სავსე კვირის შემდეგ, პროექტისგან შენიშვნა და სანქციები ბონდომ, ლორენცომ, მარიამმა და ქუთაისელმა მეგობრებმა, ზურამ და გოგამ მიიღეს.
„ჰაუსში“ კატეგორიულად აკრძალულია ფიზიკური დაპირისპირება, ნებისმიერი სახის ძალადობა, ოჯახის ნებისმიერი წევრის ნებისმიერი ფორმით ხსენება, ერთმანეთის მიმართ ბილწი, უცენზურო სიტყვებით მიმართვა.
სამმა მონაწილემ უკვე გადაკვეთა ეს წითელი ხაზი - ლორენცო, ბონდო და მარიამი.
უნდა შეგახსენოთ, რომ თქვენ იმყოფებით რეალით შოუში, სადაც 24 საათი, კვირაში 7 დღე, კამერები აფიქსირებენ აბსოლუტურად ყველაფერს, მაყურებლისთვის მნიშვნელოვანია თქვენი ურთიერთობები, როგორ ვითარდება და როგორ აგვარებთ პრობლემებს, ძალადობის გარეშე.
ასევე, კატეგორიულად დაუშვებელია, ერთმანეთისთვის, კამერებს მიღმა, შეხვედრისა და საქმის გარჩევის მოწოდება. ეს პირდაპირ ეხება ბიჭებს ქუთაისიდან, ზურას და გუგას, რომლებმაც პარასკევს, ლაივის მსვლელობისას მსგავსი მოწოდება გააკეთეს“, - განაცხადა წამყვანმა.
პროექტის გადაწყვეტილებით, მაშინ, როცა აუტსაიდერის სკამზე იქნებიან, ლორენცოს და ბონდოს -3000 ხმა, მარიამს -1000, ხოლო, ზურას და გუგას -2000 ხმა ავტომატურად ჩამოაკლდებათ.
„თუ მსგავსი ქცევა კიდევ ერთხელ გამეორდება, ნებისმიერი მონაწილის შემთხვევაში, სანქცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაიზარდოს. გამოიყენეთ ეს დრო, რომ დაალაგოთ ურთიერთობა“, - განაცხადა წამყვანმა.