როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook-ზე და როგორ დავიცვათ ანგარიში

facebook

სოციალურ ქსელში ჩვენი ანგარიშები საკმაოდ დიდ პირად ინფორმაციას იტევს, აქტივობა იქნება ეს, კავშირები თუ მიმოწერები.

თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ანგარიშზე ვინმე სხვასაც შეიძლება ჰქონდეს წვდომა, ამის შემოწმება მარტივად არის შესაძლებელი.

Facebook-ის მენიუდან ჯერ ველში პარამეტრები და უსაფრთხოება (Settings & Privacy) უნდა შეხვიდეთ და პარამეტრებს (Settings) დააჭიროთ. Meta-ს ანგარიშების ცენტრიდან (Accounts Centre) შემდეგ პაროლი და უსაფრთხოება (Password & security) აირჩიოთ. შემდეგ უკვე შეგეძლებათ, სად ხართ ავტორიზებული (Where you're logged in) ველიდან იხილოთ, რა მოწყობილობებია შესული თქვენს Facebook ანგარიშზე.

თუკი უცხო მობილურს/კომპიუტერს აღმოაჩენთ, გამოსასვლელად მოწყობილობის არჩევა (Select devices to log out) ველიდან შესაბამისი მოწყობილობა აირჩიეთ და ღილაკზე გამოსვლა (Log out) დაჭერით სისტემიდან გამოდით.

როგორ დავიცვათ Facebook ანგარიში

იმისათვის, რომ ანგარიშზე შეღწევისგან დაიცვათ თავი, მნიშვნელოვანია, რომ ორეტაპიანი ავტენთიფიკაცია გეყენოთ. ასე შეტყობინება მოგივათ ყოველ ჯერზე, როცა ვინმე უცნობი ბრაუზერიდან ან მობილურიდან ეცდება თქვენს ანგარიშზე შესვლას. სისტემაში შესასვლელად საჭირო იქნება სპეციალური უსაფრთხოების კოდის შეყვანა ან შესვლის დადასტურება.