ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
ტენსელი - ეს არის ბუნებრივი ქსოვილი, წარმოებული მცენარეული ბოჭკოდან, შესაბამისად, სამოსის ეტიკეტი იძლევა ინფორმაციას, რომ ის ბუნებრივი მატერიისგან შეიკერა.
ბოლო პერიოდის ტენდენციაა, რომ მომხმარებელმა ტანსაცმელი შემადგენლობის მიხედვით შეიძინოს. მკვლევრები კი დაინტერესდნენ, რამდენად შეესაბამება ეტიკეტზე დატანილი შემადგენლობა რეალობას.
ევროკავშირმა ამისათვის ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა. გაირკვა, რომ კონტინენტის მასშტაბით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შეძენილი 137 ერთეულიდან 49 ეტიკეტი იტყუება.
ანუ შემოწმებული მწარმოებლების 37% ცდილობს მყიდველი შეცდომაში შეიყვანოს. არწმუნებს, რომ სინთეზურის ნაცვლად ბუნებრივ ქსოვილს ყიდულობს, ან ეტიკეტზე საერთოდ არ უთითებს ისეთ შემადგენლობას, რაც შეიძლება რიგი მომხმარებლებისთვის ალერგიული გამოვლინების მიზეზი გახდეს. ამიტომ, ბაზრიდან, შემოწმებული სამოსის ნაწილი საერთოდ ამოიღეს.
რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ბუნებრივი ქსოვილი უხარისხო და რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს ამგვარი ტანსაცმლისგან - ბუნებრივი ქსოვილი ტოქსიკური ხდება არაბუნებრივი საღებავებით შეღებვისას.
ექიმები საკუთარი გამოცდილებით საუბრობენ. კლინიკებს პაციენტები სამოსიდან მომდინარე უხილავი საფრთხის შედეგებით ხშირად მიმართავენ.
სახიფათო სამოსის შეუიარაღებელი თვალით ამოცნობა შეუძლებელია. ის, რომ ტანსაცმელი მავნეა, სხეულზე ექსპოზიციის შემთხვევაში ვლინდება, რისკ ჯგუფებს კი, ბავშვები, ალერგიული, მგრძნობიარე და პრობლემური კანის მქონე პაციენტები წარმოადგენენ.
სამოსს ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად გარემოს დაზიანებაც შეუძლია. ეკოლოგები გარემოზე ტანსაცმლის ინდუსტრიის ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ, ხსნას კი მხოლოდ სამოსის მოხმარების შემცირებაში ხედავენ.
იმისთვის, რომ სამოსი არ იყოს უხილავი საფრთხის მატარებელი დედამიწისთვის, ეკოლოგები მოხმარების შემცირებისკენ მოგვიწოდებენ, ექიმები კი გვირჩევენ - უარი ვთქვათ მკვეთრ ფერებზე, ბუნებრივ ქსოვილზე გავაკეთოთ არჩევანი როდესაც ვირჩევთ შიდა ტანზე მომდგარ სამოსს და ტანსაცმელი შეძენიდან მოხმარებამდე აუცილებლად გავრეცხოთ.