დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
23 ნოემბერი გიორგობაა, ჩვენი მფარველი და მეოხი უძლიერესი წმინდანის ბორბალზე წამების დღე. წმინდა გიორგის სახელობის იმდენი ტაძარი გვაქვს, რამდენი ბორცვიც არსებობს ჩვენს ქვეყანაშიო, ხუმრობით ამბობს ქართველი. 365 წმინდა გიორგი შეგვეწიოსო, სადღეგრძელოში ვამბობთ. ასეა, მთელი წელიწადი ყოველდღიურად რომელიმე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულია...
აფხაზეთის ომის ვეტერანს, ირაკლი ლომიძეს "პრაიმტაიმის" მკითხველი იცნობს. მას ჩვენთვის მონათხრობი აქვს აფხაზეთის ომის ამბები. პირტიტველა მეგობრებთან ერთად ომში გაპარული და უკან კანტუზიით, სულიერი ტკივილებით, მეგობრებდაკარგული რომ დაბრუნდა, გარდაცვლილი ძმების მშობლებს კი, თვალებში რომ ვერ უყურებდა...
ამბობს, რომ ომი არასდროს ტოვებს მეომარს. დღემდე სიზმრად მყოფი იბრძვის, ბორგავს და სისხლის ცრემლებით დანამულ ბალიშზე იღვიძებს. ომის იარა პირს არ კრავს, თურმე. ტკივილებიც არაფრით ყუჩდება. დაბოლოს, შვება მაინც ლოცვასა და ღმერთთან ახლოს მყოფობაში დაიგულა.
ირაკლიმ აფხაზეთის ომის ამბების გახსენებისას ერთი სასწაულიც გაიხსენა...
ირაკლი ლომიძე: გაპარვით ჩავფრინდი და აფხაზეთის ომს მოხალისედ შევუერთდი.
სამი თვე ტამიშში ვიდექით. როტაციას არ ვექვემდებარებოდით, სულ იქ ვიყავით გამაგრებული. მხოლოდ ერთხელ გამოვედით, 23 ნოემბერს გიორგობას. ბიჭებს ვუთხარი, წავიდეთ, ილორის წმინდა გიორგში (ოჩამჩირე) მოვილოცოთ-მეთქი.
დილის ექვს საათზე, მე, ზაზა დვალიშვილი, მამუკა ალიბეგაშვილი და აჩიკო ჩიკვილაძე, ფეხით წავედით ტამიშიდან ილორამდე. ვიარეთ ტრასაზე, სადაც მანამდე მანქანებით 120-ით გავდიოდით და ბუჩქებში ვისროდით. მაგარი წვიმა იყო, კოკისპირული, აფხაზებსაც კი დაეზარათ გამოსვლა, რომ ჩვენთვის ესროლათ. სულ ფეხით ვიარეთ, არავინ ჭაჭანებდა. ალბათ, წმინდა გიორგიმ დაუბინდა ყველას იქაურობა, რომ თავისუფლად გაგვევლო გზა.
გზაში ბიჭებმა მანქანა გაგვიჩერეს, დაჯექით, მიგიყვანთო. ნასვამები იყვნენ და მოვერიდეთ. წავიდნენ და ჩვენგან ას მეტრში, "ლიმონკა" აუფეთქდათ, კიდევ კარგი, გადარჩნენ.
და ასე, წმინდა გიორგიმ მიგვაცილა ტაძრამდე. მაშინ ისეთ რწმენაში არ ვიყავი, როგორშიც დღეს ვარ.