„მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალური ამბის დეტალებს ასაჯაროებს
1754855940
მედიუმი ხოსე დეივ კორტეზი საკუთარი ხილვის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს. მისი თქმით, იქნება დიდი მიწისძვრა და ასევე, საქართველოში არსებული ერთ-ერთი კაშხლის ნგრევა.
„საქართველოში კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. დიდი მიწისძვრა იქნება.
კაშხალი, რომელზეც ვსაუბრობ და მთხოვთ, კონკრეტულად ვთქვა, რომელია, ხალხო, მე მქონდა ხილვა... კაშხლის სახელი რომ დამენახა, ვიტყოდი. მე დავინახე ძალიან დიდი კაშხალი, რომელიც ორად გაიყო, ჩამოიშალა და ძალიან დიდი ტალღა წამოვიდა. დავინახე, ადამიანების გვამები, რომელიც ზღვაში ჩადიოდა. დავინახე ადამიანები, რომლებიც ქუჩაში იყვნენ და წონასწორობას ვერ იკავებდნენ, რადგან იყო მიწისძვრა და დიდი წყლის ტალღა მოდიოდა. კარგად შეამოწმეთ.
რომ მოხდეს ეს ყველაფერი, ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდება. დროულად იმოქმედეთ, შეამოწმეთ აბსოლუტურად ყველა კაშხალი, რაც კი საქართველოშია,“ - ამბობს მედიუმი.