„ყურადღება, მშობლებო!“ - პედიატრი მიმართვას ავრცელებს
1764614854
ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე, გოგა მანია „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და საკუთარი ფონდი დააარსა.
გოგასთვის ეს თემა ძალიან სენტიმენტალურია, რადგან ის უდედოდ გაიზარდა ბავშვთა სახლში და სწორედ ამიტომ, მას კიდევ უფრო მძაფრად სურდა, რომ დახმარებოდა ადამიანებს, ვინც ბავშვთა სახლში იზრდება, ასევე მოხუცებს.
„ეს იყო ჩემი ოცნება, რომ დავხმარებოდი უამრავ ადამიანს, მე მშობლის გარეშე გავიზარდე, მარტო უპატრონო ბავშვთა სახლში. მინდა დავეხმარო ბავშვებს, მოხუცებს.
სიკეთე მაშინ მუშაობს კარგად, როდესაც ეს გულით კეთდება. ამიტომ გამიჩნდა ეს იდეა, თუმცა ამ ყველაფერს დიდი ხანია ვემსახურები.
18-მა მომღერალმა შეასრულა ჰიმნი, რომელიც სპეციალურად მანიას ფონდისთვის შეიქმნა, სიკეთისათვის“,- ამბობს გოგა „პრაიმტაიმთან“ .