„ყურადღება, მშობლებო!“ - პედიატრი მიმართვას ავრცელებს
1764614854
"ვსაუბრობთ რაღაც საშუალებაზე, რომელიც 20-30-იანი წლების შემდეგ არავის გამოუყენებია და არავის კითხვა არ გასჩენია, ამათმა საიდან მოიტანეს," - ამის შესახებ პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რითაც BBC-ის საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალა სიმართლეს შეესაბამება, თუმცა აღნიშნული ქიმიური ნივთიერების არსებობა მმართველმა გუნდმა დაადასტურა.
"მე მინდა ის აბსურდი ვაჩვენო საქართველოს მოსახლეობას, რაც მე გავიგე ამ საქმიდან გამომდინარე. ხელოვნურ ინტელექტს ვკითხე, ეს ნივთიერება ბოლოს როდის გამოიყენეს-მეთქი და მითხრა, რომ საქართველოს შემთხვევაო, ახლაო. მაგრამ შემდეგ ვკითხე, მანამდე-მეთქი? - და მეუბნება 20-30-იანი წლების შემდეგ არავის არ გამოუყენებია.
სინამდვილეში, ვსაუბრობთ რაღაც საშუალებაზე, რომელიც თითქოს "ქოცებმა" გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელიც 20-30-იანი წლების შემდეგ არავის არ გამოუყენებია. არავის კითხვა არ გასჩენია, ამათმა საიდან მოიტანეს?! რაც ყველაზე საინტერესოა, რომ ეს ეთქვათ "ქოცებს," რასაც ახლა მე ვამბობ, ხალხნო ხომ არ გაგიჟდით, ჩვენ ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს ვიყენებთ, მაგრამ საიდან უნდა მოგვეტანა ტექნოლოგია, რომელიც 30-იანი წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა?! - ამის ნაცვლად რა თქვეს, ეგო "ნაცებს" ჰქონდათო. მათ ის კი არ თქვეს, ხალხნო რა სისულელეს გვაბრალებთ, გიჟები ხომ არ ხართ, არამედ თქვეს, რომ გვქონდაო ეს ნივთიერებაო, უბრალოდ "ნაცებს" აქვთ ნაყიდიო. შენ თუ ამას ადასტურებ, რომ ეს გქონდა, მაშინ იმ სასამართლოში, ჩივილს რომ აპირებენ, ვის უნდა აუხსნა, ის, რომ თუნდაც ვინმეს არ შეეშალა, როცა საწყობში გედო ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არ ჩანს.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, მე, რომელსაც არ მჯერა BBC-ის ეს გამოძიების ამბავი, უცბად გამოვარდა "ქართული ოცნება" და კიო, გვქონდაო ჩვენ ეს ნივთიერებაო, მაშინ თუ გქონდა, მე აღარ მჯერა, რომ არ გამოიყენებდი," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
"ქართული ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს - დღეს ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ შარშანდელ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში შერეული იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი, აკრძალული ქიმიური აგენტი "კამიტე," იგივე ბრომობენზილ ციანიდი; გამოცემა წერს, რომ ნივთიერების დადგენაში მათ მაღალი რანგის ინფორმატორი სპეცრაზმიდან, ექიმები და ექსპერტები დაეხმარა.