სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება - ქარსელაძე

ვერტმფრენი

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 35 ადამიანს ვერ უკავშირდებიან.

მისივე თქმით, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

„ამ მომენტისთვის გამოყვანილია აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და მაშველების ჩართულობით. ამ მომენტისთვის 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. პროცესი გრძელდება“, - თქვა ქარსელაძემ.

ვერტმფრენმა შოვში მუშაობა დღეს დილას განაახლა. 

ამავე თემაზე:

სტიქიის ზონაში სამ გოგოს ეძებენ - თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ დატოვეთ შეტყობინება

„კიდევ 4 კაცი იპოვეს, დაკარგული ვინც იყო“ - მოქალაქე ფოტოს აქვეყნებს

უმძიმესი და ემოციური კადრები შოვიდან - როგორ გამოჰყავთ მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე

„შვილსა და სამ შვილიშვილს ვეძებ, ცოცხლები არიან თუ მკვდრები არ ვიცი" - მოქალაქე

PHOTO: „შევხვდებით რაჭაში“ - ეძებენ სამ გოგოს და ვრცელდება მანქანის მონაცემები, რომლითაც ისინი სტიქიის ზონაში გადაადგილდებოდა

„დაკარგულ ძმას ეძებს“ - ფოტოს სტიქის ზონიდან „მთის ამბები“ ავრცელებს