PHOTO: „შევხვდებით რაჭაში“ - ეძებენ სამ გოგოს და ვრცელდება მანქანის მონაცემები, რომლითაც ისინი სტიქიის ზონაში გადაადგილდებოდა

სტიქია რაჭაში

დილიდან, რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი 80 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ვერტმფრენებით გამოიყვანეს. უსაფრთხო ადგილას გამოყვანილებს შორის ერთი თვეების ჩვილიც არის.

სამაშველო ღონისძიება შოვში აქტიურად დილიდან განახლდა და ამ წუთებშიც გრძელდება. ​საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა.

დილიდან ამ დრომდე სტიქიის ზონაში ჩარჩენილების უსაფრთხო ადგილას გამოსაყვანად უკვე 4 საევაკუაციო რეისი შესრულდა.

„გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე, ამ წამამდე არ ჩანან. ერთად იყვნენ. გოგონების ბოლო სამყოფელი იყო კალცის წყალი, როგორც გვითხრა გვანცამ, გუშინ, სერინობდნენ, დღის 4 ის 20 წუთზე. იმის შემდეგ არაფერი გაგვიგია.
წყაროებიდან, როგორც ვიცით, კალცის წყლის ქვემოთ არსებული ორი ხიდი აღარ არის და მეწყერმა წალეკა.
ვინმე თუ რაიმეს გაიგებთ ან ნახავთ ამ ტერიტორიას, გთხოვთ შეგვატყობინოთ.
ტელეფონზე კავშირი ამ წუთამდე არის, მაგრამ არ გვპასუხობს გვანცა და ვცდილობთ აიქლაუდით მოძებნას.
არის ასევე ვარაუდი, რომ მანქანა დატოვეს და გადაიყვანეს, ან ტყეს შეაფარეს თავი.
თუ ამ ინფორმაციას მიაწოდებთ იქ მყოფებს, რამენაირად, მოხარული ვიქნები. ჩვენც ყველაფერს ვცდილობთ, მთელი ღამეა. გზაში ვართ. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. დავტოვებ, მანქანის მონაცემს მაინც“,- წერს ახლობელი.

ასევე ნახეთ:

„დაკარგულ ძმას ეძებს“ - ფოტოს სტიქის ზონიდან „მთის ამბები“ ავრცელებს