„ბედისწერას ქმნის ის სრული სახელი, რომელიც პირადობაში გვიწერია“ - ეზოთერიკოსების მიმართვა
1762534903
დილიდან, რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი 80 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ვერტმფრენებით გამოიყვანეს. უსაფრთხო ადგილას გამოყვანილებს შორის ერთი თვეების ჩვილიც არის.
სამაშველო ღონისძიება შოვში აქტიურად დილიდან განახლდა და ამ წუთებშიც გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა.
„კონტაქტი არ არის, [ვეძებ] შვილს და სამ შვილიშვილს. არაფერი კონტაქტი...ცოცხლები არინა, მკვდრები, არ ვიცით არაფერი. ორი კვირით წავიდნენ. ველით ვერტმფრენს, ორი ჩამოფრინდა არაფერია ჯერ", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მეუღლესა და სამ შვილს ეძება მამა. ასევე ვრცელდება მანქანის მონაცემები, რომლითაც სამი გოგო გადაადგილდებოდა, მაგრამ ოჯახი ვერ უკავშირდება.