სტიქია იმერეთში - რა ხდება ადგილზე

ტტ

18 დეკემბერს, ინტენსიურად მოსულმა ნალექმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე უბანზე თანმდევი პროცესები გამოიწვია. ძლიერი წვიმის გამო მიწა ჩამოიშალა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, დაიტბორა საავტომობილო გზები, სასტუმრო ” მაგნოლია”.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და “სპეციალური სერვისების ” წარმომადგენლები დილიდანვე მუშაობენ დაზიანებულ უბანზე.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული , რათა საჭიროების შემთხვევაში, დახმარება აღმოუჩინონ მოსახლეობას.