1728312638
სტატუსი „დევნილი“ თუ გაუქმდა, ე.ი მორჩა, დამთავრდა აფხაზეთი - ნინო მირცხულავა
იძულებით გადაადგილებული პირების გარშემო ატეხილ ამბავს მწერალი ნინო მირცხულავა გამოეხმაურა.
„რაც აფხაზეთიდან დევნილები გვყავს სულ მათი პრობლემაა, რით ვერ დაკმაყოფილდნენ.. 30 წელი... სირცხვილია, შთამომავლობით დევნილებად არ უნდა ეწერებოდნენ“ - გიპასუხებთ.... გუშინ რამდენჯერ დავწერე და წავშალე და მაინც ვერ მოვისვენე. ჰო, პრობლემები სულ იქნება სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება! მატერიალური კომპენსაცია ვერასდროს იქნება საკმარისი იმის დასავიწყებლად რაც ხალხმა გამოიარა. ბინა, ან სხვა სახის მატერია ვერ შეცვლის იქ დაღუპული ადამიანების სიცოცხლეს ! (მე პირადად არაფრით მისარგებლია და არც ვაპირებ, უამრავია ჩემსავით)
ჰო, 30 წელი აფხაზეთის ხალხი იცით რით გამოვირჩევით თუ გამოვიყოფით საზოგადოებისგან ? რით?
ვნახე ომი, უბედურება, გავიგე ცხადლივ „გრადებისა“ და ,,გაუბიცების" საზარელი ხმა, ,ტანკების გრუხუნი.განვიცადე შიში, ტკივილი.იყო ათეულობით დაჭრილი და დაღუპული მოგვიკლეს ძმები მამები, მეგობრები, თანაკლასელები, მეზობლები, ახლობლები თუ სხვები! ათასობით დედა შეიმოსა ძაძებით. ვინც გადარჩა დარჩა, უსახლკაროდ, ზოგს დღესაც არ აქვს საკუთარი ჭერი. სამშობლოში დღემდე დევნილები ვართ, 30 წლის მანძილზე უამრავი დაბრკოლება გადავლახეთ. იმედგაცრუება, შიმშილი, უსახსრობა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გავუძელით განსაცდელს, ფეხზე დავდექით, გვყავს მრავალი წარმატებული აფხაზეთელი (სოხუმელი, გაგრელი, ოჩამჩირელი, გალელი) სხვადასხვა სფეროში. სხვადასხვა ქვეყნებში (ამერიკა, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, კანადა, ინგლისი, ესპანეთი) თუ ვერ დავდექით, გაბზარული გულითა და სევდიანი თვალებით დღესაც განვაგრძობთ ცხოვრებას იმედით, იქნებ დავბრუნდეთ ჩვენს ნანატრ სახლებში. და ბოლოს, ჩვენ გვაქვს ერთნაირი წარსული ლაღი ცხოვრებით და ერთი ტკივილი მომავლის იმედით! ჩვენ დავბრუნდებით! და კიდევ აფხაზეთის ტრაგედია საქართველოს ტრაგედიაა, გაიგეთ!! და სტატუსი „დევნილი“ თუ გაუქმდა, ე.ი მორჩა, დამთავრდა აფხაზეთი“, - წერს მწერალი.