პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სექსუალური განათლება სკოლებში - ამ თემის გარშემო მწვავე დებატები იყო გადაცემა „ღამის პრაიმ ტაიმში“.
ერთ-ერთი სტუმარი მომღერალი ეკა კვალიაშვილი იყო, რომელმაც თქვა, რომ სკოლაში „ექიმის საათის“ შემოღების წინააღმდეგია.
„ექიმის საათი“ რომ დაკანონდეს სკოლაში, ვიღაც შევიდეს სკოლაში და რაც უნდა, ის წაუკითხოს პირველ, მეორე და მესამე კლასელებს, ამისი აბსოლუტური წინააღმდეგი ვარ…“ - ამბობს გადაცემაში კვალიაშვილი.
„გეტყვით, რა არის „ექიმის საათი“. ექიმმა დამრიგებელთან ერთად უნდა წაიყვანოს ეს გაკვეთილები, რაც ეხება ჯანმრთელობას, ურთიერთობებს, ემოციების კონტროლს, ბავშვების უსაფრთხოებას. გახშირებულია სექსუალური შევიწროება და ამაზე ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია“,- უპასუხა ფსიქოლოგმა მაია ჯიბუტმა.
„მოსულია ჩემს ყურამდე დაახლოებით და ვიცი, რომ გენდერული თანასწორობა, სქესის შერჩევითობა – ამაზეც არის ლაპარაკი. ამის შემოპარებები რომ იყოს, ვიღაც ექიმების მხრიდან, ეს არ მინდა…“,- ამბობს კვალიაშვილი.